leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: როდესაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მაშინ თურმე მხოლოდ ხალხის დამსახურება ყოფილა, არა ხალხის და ხელისუფლების და ახლა, როცა გინდათ ზეწოლა მოახდინოთ ხელისუფლებაზე, ახლა თურმე აღარ არის კანდიდატის სტატუსი ხალხის და ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას?

„ჩვენ ვთქვით გუშინაც და წინა დღეებშიც, რომ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არის ურთულესი გამოწვევები და საქართველოს ახლა არ სჭირდება დესტრუქცია, არეულობა და დესტაბილიზაცია. ეს ვთქვით სწორედ იმიტომ, რომ რეგიონშიც, ევროპის კონტინენტზეც არის სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების, არის პოლიტიკური პრობლემები, საარჩევნო წელია ყველგან, ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენ ქვეყანას დღეს აქვს – ეს არის მშვიდობა, ეს არის ეკონომიკური ზრდა და ეს არის წარმატებები, პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ვერავინ ვერ ჩამოართმევს ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს უნდა ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი და აღნიშნა, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსიო – ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ სვავს კითხვას, ახლა როგორ ითხოვენ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი.

„მე მინდა გამოვეხმაურო სასაცილო და უთავმოყვარეო განცხადებებს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებდა ამ დღეებში, რომ საქართველოს უნდა ჩამოერთვასო კანდიდატის სტატუსიო. ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსიო – ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ ახლა როგორ ითხოვთ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი? რა შეფასებას აკეთებთ ამაზე? ანუ როდესაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი მაშინ თურმე მხოლოდ ხალხის დამსახურება ყოფილა, არა ხალხის და ხელისუფლების და ახლა, როცა გინდათ ზეწოლა მოახდინოთ ხელისუფლებაზე, ახლა თურმე აღარ არის კანდიდატის სტატუსი ხალხის და ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას? ეს არის თქვენი ლოგიკა და ეს არის თქვენი პატრიოტიზმი? თქვენ პირდაპირ ხართ თქვენი ქვეყნის ოპოზიციაში და ამაზე გაგცემთ ხალხი პასუხს საპარლამენტო არჩევნებში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ