top_leaderboard

ირაკლი ქადაგიშვილი: არ შეიძლება პოლიტიკისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდეს

“გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას პოლიტიკური პარტიები ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზის გამო, რომ მათ არ აქვთ იმედი, სამართლიან დემოკრატიულ ბრძოლაში, არჩევნებში გაიმარჯვებენ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“მათ კარგად იციან, რომ ეს დახურული ფინანსები ხმარდება მათ ამ პოლიტიკურ მიზნებს. კანონპროექტს ძირითადად, მდიდარი „ენჯეოები“ ეწინააღმდეგებიან, რადგან ფინანსების გასაჯაროება ნათლად აჩვენებს საზოგადოებას, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება. არ შეიძლება პოლიტიკისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდეს. ამიტომ, ამის გამოაშკარავება არცერთის ინტერესში არ შედის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ