top_leaderboard

კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს!

თბილისის მერი სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს. კახა კალაძე წერს, რომ აგრესიული ჯგუფების მიერ ბოლო დროს განხორციელებული სიძულვილი უნდა დასრულდეს.

“დღეს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. არა სიძულვილის ენას! აგრესიული ჯგუფების მიერ ბოლო დროს განხორციელებული სიძულვილი უნდა დასრულდეს. არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული. წინ ევროკავშირში! წინ საქართველოსთვის!”,- წერს კალაძე.

ასევე იხილეთ