top_leaderboard

ვოლოდიმირ ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას

“დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტების თავდასხმებისგან დაიცვას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა.

„ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ხერსონის, ოდესის ოლქები – ტერორისტებმა ერთ კვირაში ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებზე სულ მცირე 380 იერიში მიიტანეს, და ასე ხდება ომის დაწყებიდან ყოველ კვირაში. პარტნიორებს აქვთ ყველა საჭირო სისტემა და შეიარაღება, რათა უკრაინამ სიცოცხლე დაიცვას. მადლობა ყველა ლიდერსა და სახელმწიფოს, რომლებსაც ესმით, რომ მიწოდების ოპერატიულობა და შეთანხმებების სრულად რეალიზება არის ის, რაც იცავს არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველა ერს, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება იყოს მიმართული რუსული ტერორი“, – წერს ზელენსკი.

ასევე იხილეთ