პირი, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლა, 71 წლის მამაკაცია. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა.
რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი დაკავებულია.