top_leaderboard
left_sabechdi

ხარკოვში რუსეთის ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა – რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა.

„ოკუპანტებმა ხარკოვში შევჩენკოვეს რაიონს დაარტყეს. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები შემოწმებას ახორციელებენ“, – წერს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.

თავის მხრივ, ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა აღნიშნა, რომ დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საცხოვრებელ უბანში განხორციელდა.

„ხარკოვის ცენტრში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაშავებულები სამედიცინო დახმარებას იღებენ. ამ მომენტისთვის მედიკოსები დახმარებას ათ დაზარალებულს უწევენ“, – წერს სინეგუბოვი.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სახლებს შორის მდებარე კერძო სექტორზეც, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები დაზიანდა.

ასევე იხილეთ