top_leaderboard
left_sabechdi

იოსებ ჭუმბურიძე მარიამ გერსამიაზე: ამ „პროფესორს” კავშირი „არადა” წინადადება ჰგონია

ლიტერატორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევითო, – ემუქრება მოქმედ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი მარიამ გერსამია.

ლომაია რომ უნივერსიტეტის ნაჯახით ამოძირკვას ცდილობდა, მის გვერდით იდგა;

არც შვიდი ნოემბერი გაუპროტესტებია, არც 26 მაისი;

არც „იმედის” დარბევა და არც გამომცემლობა „სამშობლოდან” უამრავი რედაქციის გამოძევება;

არც სანდრო, არც ბუტა, არც სხვა ბიჭების მკვლელობა;

არც ციხეებში არსებული წამების, გაუპატიურების ფაქტები…

არადა, თითქმის ამოძირკვულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრად მოგვევლინა.

მალე დადგება ჩვენი დროო?!

არადა, მათი დრო 12 წლის წინათ წავიდა.

პასუხი რომ არ აგებინეს, ახლა აქეთ გვიტევენ.

სხვათა შორის, ამ „პროფესორს”  კავშირი „არადა” წინადადება ჰგონია.

არ ვხუმრობ, ასე წერს, ერთსიტყვიანი წინადადებააო(!?).

და ასეთები ზრდიან მომავალ ჟურნალისტებს.

და მერე გვიკვირს, რომ…” – წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

ასევე იხილეთ