top_leaderboard

გიორგი მამაცაშვილი: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებისა იყოს!

“გუშინ რომ იყვნენ, ისინი მოდიან ისევ”, – გადასძახა ხაბეიშვილმა სააკაშვილს და სიმღერის ხალისი სულ დაკარგა.

“გამარჯვების გზებზე ვდგევართო!” – აღარ უმღერია.

აღარც საქართველოს “მთავარ” დიპლომატს და თაღლითი ხაზარაძის რჩეულს სალომე სამადაშვილს განუცხადებია რიხით – “ქართული ოცნების” დასასრული ახლოვდებაო…

ერთადერთმა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ და ვიტყოდი, ისტორიული მნიშვნელობის განცხადებას პასუხი გასცა, გახარია გახლდათ.

ჰოდა, ახლა, ის დროა, “შეშინებულები” ვისხდეთ და ვლოცულობდეთ, ემანდ რაიმე ხიფათს არ გადაგვყაროს მაზაკვალმა.

აკი, დაიქადნა – გამოწვევა მიღებულიაო…

თუმცა, ახლაც გენიალური გამოთქმა მახსენდება – “ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრან!”

არადა, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველასთვის მოულოდნელად, ქართველი ხალხის გასახარად და ნაციონალური სექტისთვის შოკისმომგვრელად დაბრუნდა.

დაბრუნდა და ისედაც დამუნჯებული ოპოზიცია, აქაოდა, “დუმილი ოქროაო” – საერთოდ დადუმდა.

არადა, სად გაქრნენ ეს “ხალხის რჩეულები”?

გუბაზი სადაა?

გირჩი ზურაბა?

ჭიჭე ვაშაძე?

ჩემი თიკა? ბოკუჩავა?

“ფინიტა ლა კომედი” აღარ ახსოვს?

წითლიძის პროვოკატორი სადაა?

თაღლითი ხაზარაძე?

ლიაკა ხოშტარია ჩამოვიდა “მგიმოდან” და ჩამოიტანა საბჭოთა რუბლები?

ჩემი ხაბე სადაა?

კეზერას მასხარები?

“ტვპირველს” აღარ დაუსვამს შეკითხვები – “რატომ დაბრუნდა? როგორ დაბრუნდა? რისთვის დაბრუნდა?”

ჰო, აქა-იქ ისეთების ქილიკიც შემხვდა, რომ არ მოველოდი.

კარგი რამეა ეს “ფეისბუქი”…

ლუსტრაცია თუ გინდა, “ფეისბუქით” უნდა “იცხოვრო”.

მწყაზარი სახით სვამენ კითხვებს და, ჰოი, საოცრებავ – ამ კითხვებს მიღმა “რაოდენი სიძულვილია?!”

სოლომონ ბრძენს ჰქონდა წარწერა ბეჭედზე – “ესეც გაივლის”.

ასეა.

ესეც გაივლის და შარშანდელი თოვლივით გაქრებიან “ქილიკმაისტერები”.

თუმცა, ჯერ იქილიკონ.

სხვა რა საქმე აქვთ?!

“დაცინვას კაცი არ მოუკლავსო”, – უთქვამთ ძველებს და ახლაც ასეა – ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ!

რა, ნისკარტი მოაცვდებათ თუ რა?!

ჩემი სალომე სადაა?

როგორ შეხვდა “ოლიგარქის” დაბრუნებას?

არადა, რა კარგად უპასუხა ივანიშვილმა კეზერაშვილის “კოლექტიური კვესიტაძის” მსგავს მოჟურნალისტო არსებას – თუ ასე გსიამოვნებთ, დამიძახეთ, ბატონო, ოლიგარქიო…

ჰოდა, “აი ია” რომ არ იციან და პროფესიულ განვითარებაზე პრეტენზია აქვთ, ისეთები ეძახიან ივანიშვილს ოლიგარქს.

არადა, კეზერაშვილის ჯიბის იმედად მქონენი სხვაზე რომ ილაპარაკებენ, სასაცილოა…

სალომე კარგად იყოს და – სიტყვა გამექცა.

ამბობენ, სააკაშვილის შეწყალება უნდა და ფეხს ითრევსო.

სადისტი სააკაშვილის შეწყალებაზე დღეს, როგორც არასდროს, ისეა ზედგამოჭრილი ფრაზა ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმიდან.

ბაში-აჩუკი” გამახსენდა.

“ახლა გინდ შაიტანეთ და გინდ გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი!”…

ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ვთქვი და ახლაც თამამად გავიმეორებ:

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური, გიორგი ლილუაშვილი, კახი კალაძე, თეა წულუკიანი, რატი ბრეგაძე, მამუკა მდინარაძე და მთლიანად “ქართული ოცნება” დღეს გარანტია მშვიდობისა!

დიახ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ბუჩად და მარიუპოლად ქცეულ ქვეყანაში არ ვიღვიძებთ.

სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის დამსახურებაა, რომ სამასიათასი პრობაციონერი და ქუჩაში ასობით დახვრეტილი ახალგაზრდა არ ჰყავს საქართველოს!

სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებაა, რომ ჟურნალისტებს იარაღის კონდახებით არ ყრიან გამომცემლობებიდან და ოფისებიდან!

დიახ, სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა, რომ ქართველ ფოტორეპორტიორებსა თუ რეპორტიორებს საზარლად და ბინძურად ვეღარ დასცინიან ვანო მერაბიშვილი და ბინძური თემურ ალასანიას არანაკლებ ბინძური დისშვილი!

საუბედუროდ, დღეს ე.წ. “ჟურნალისტებად” იქცნენ ყველანი, ვისაც მიკროფონის ჭერა და ადამიანის ღირსებაზე დამცინავი საუბარი არ ეზარებათ…

ალბათ, ყველას გახსოვთ, ნაძირალა თემურ ალასანიამ როგორ აგინა სრულიად(!) ქართველ ერსა და ქვეყანას.

ამ “ჟურნალისტებს” მაშინ ხმა არ ამოუღიათ.

ისიც გახსოვთ, ნაცებისთვის საფიცარი ბენდუქიძე, თავად ჯალათი სააკაშვილი და მათივე სექტის რამდენიმე ოდიოზური ნაძირალა როგორ დამცინავად საუბრობდნენ წმინდა გიორგიზე და ქართულ ეკლესიაზე.

მაშინაც დუმდნენ “ჟურნალისტები”!

არადა, ამ “ჟურნალისტებმა” დღეს მილიონჯერ ატრიალეს სიტყვა “ოლიგარქი” და, აკი, გასცა კიდეც ივანიშვილმა ისეთივე პასუხი, როგორიც გასცა…

და სწორედ ნაცნაძირლებისა და მათი მიმდევრების პასუხად, ბიძინა ივანიშვილმა, უპირველესად, ქართული ტაძრებისა და ქართული კულტურის აღდგენა-აღორძინებას მიჰყო ხელი და სწორედ ამ ტაძრებში დანთებული სანთლების მადლი ფარავს მის ყველა ნაბიჯს…

აი, სწორედ ასეთი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება “ემცხეთათ” გახარიების, ხაზარაძეებისა და ხაბეიშვილების მიმდევრებს.

სწორედ იმ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მოხვდათ გულზე, რომლის პოლიტიკაში შემოსვლამაც პოლიტიკურად სამუდამოდ(!) დაასამარა სააკაშვილისა და ახალაიების ნაციონალურ-ჯალათური პარტია!

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებისა იყოს, მეგობრებო!

მრავალ შობა-ახალ წელს!

ასევე იხილეთ