top_leaderboard

გიორგი მამაცაშვილი: “ასოების” რევოლუციის “გეშინოდეთ”!

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

🔸
“თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება”!
🔸
ძვირფასო მკითხველო!
ეს ფრაზა ნინო ლომჯარიას ეკუთვნის, რომელიც ტელეფონზე ინგლისურად საუბრისას გაჟღერდა.
ჰო, იმ ლომჯარიას, ნაცთა უფლებათა მცველად რომ იქცა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნისას…
დაუკვირდით? საკუთარ ხალხში ნდობადაკარგულებს მხოლოდ იმ ვიწრო ენჯეოშნიკური ორგანიზაციების იმედი აქვთ, ქართველი ხალხის აზრი ფეხზე რომ ჰკიდიათ!
🔸
არადა, ე. წ. “ასოები” ანუ “ენჯეოები” სადაც არიან შეკრებილები, იქ მყოფი ლომჯარია ესაუბრება ვიღაცას ტელეფონზე და მაშველ რგოლს ითხოვს.
🔸
“ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან და შეკრება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება.
მაშველ რგოლს საჭიროებენ და ადგილზე მისულები არიან ნინო ლომჯარია, ნინია კაკაბაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.
🔸
მეტიც: “აგენტის ცნება კი ამოიღეს, მაგრამ უნდა ვიძახოთ, რომ უარესი შემოიღეს” – ასეთი ინსტრუქცია გასცა ქეთი ხუციშვილმა.
ანი წითლიძის, ანი ნაცვლიშვილის და ხატია დეკანოიძის მოწყობილი რევოლუციის “გეშინოდეთ”…
P.S.
სააკაშვილის სექტის წევრებს დიდი ხანია, ალბათ, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი არ უნახავთ და ამასაც მალე ნახავთ, ბატონებო და ქალბატონებო!
დაოკდით, გვარამიას და მამუკა ხაზარაძის მადლს გაფიცებთ”, – წერს გიორგი მამაცაშვილი.
ასევე იხილეთ