leaderboard_below_slide

ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღესვე ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული ტრანსგენდერი სტუდენტების დაცვის პროგრამას გააუქმებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღესვე ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული ტრანსგენდერი სტუდენტების დაცვის პროგრამას გააუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა აპრილში გამოაქვეყნა საბოლოო ცვლილებები სამოქალაქო უფლებების ფედერალურ კანონში, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს სქესის მიხედვით დისკრიმინაცია სკოლებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას.

ახალი რეგულაციები, რომლებიც 1 აგვისტოდან ამოქმედდება, პირველად მოიცავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

„ჩვენ დავასრულებთ ამას ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე იხილეთ