left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: ეს არის ზუსტად ღალატის ანატომია, როდესაც ქართველს უხარია ქართველის დასანქცირება სხვა სახელმწიფოს მხრიდან

„ეს არის ზუსტად ღალატის ანატომია, როდესაც ქართველს უხარია ქართველის დასანქცირება სხვა სახელმწიფოს მხრიდან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლო სანქცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ვინაიდან ამას საფუძველი არ აქვს.

„ეს არის ზუსტად ღალატის ანატომია, როდესაც ქართველს უხარია ქართველის დასანქცირება სხვა სახელმწიფოს მხრიდან. ახარებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქესთან მიმართებაში შესაძლო სანქცირების საკითხი, რაც დღის წესრიგში არ დგას, იმიტომ, რომ ამას საფუძველი არ აქვს და შესაბამისად, ჩვენ არ ვუშინდებით სანქციებზე საუბარს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ