left_sabechdi

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე: ეს ისტორიული სირცხვილია, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნის შესახებ ისტორიულიბ სირცხვილი უწოდა.

მანამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და მოძრაობა „ჰამასის“ 3 ლიდერის – იაჰი სინვარის, მუაჰამდ დეიფას და ისმაილ ჰანის დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.

„მაშინ, როდესაც „ჰამასის“ მკვლელები და მოძალადეები სჩადიან დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩვენი ძმებისა და დების წინააღმდეგ, [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს] პროკურორი მოიხსენიებს ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს „ჰამასის“ საზიზღარ მონსტრებთან ერთად. ეს ისტორიული სირცხვილია, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას“, – დასძინა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე იხილეთ