გრანტ შაპსი: უკრაინისთვის გადაცემულმა ბრიტანულმა დრონებმა 1 მილიარდი ფუნტის ღირებულების რუსული აღჭურვილობა გაანადგურა
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ბრიტანეთმა უკრაინას 500 მილიონი ფუნტის ღირებულების 4 000-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გრანტ შაპსის თქმით, ამ დრონებმა უკვე 1 მილიარდი ფუნტის ღირებულების რუსული აღჭურვილობა გაანადგურა. საუბარია 30-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენ აპარატზე. მომავალი წლის განმავლობაში ლონდონი უკრაინისთვის დრონებზე კიდევ 325 მილიონს დახარჯავს, წერს The Telegraph.
შაპსმა აღნიშნა, რომ ბრიტანულმა სადაზვერვო დრონებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსული საჰაერო თავდაცვის „მაღალი სიმძლავრის“ სისტემები დაძლია, ხოლო საშუალო სიმძლავრის უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის ჯარებს გენერატორებით, საკვებით, წყლითა და საბრძოლო მასალით მომარაგებაში დაეხმარა.
ამასთან, მან ახსენა ბრიტანული დრონები, რომლებმაც უკრაინული არტილერია და რაკეტები რუსულ სამიზნეებზე მიიტანა და ერთმხრივი მოძრაობის დრონები, რომლებიც, ასევე, წარმატებით გამოიყენეს.