top_leaderboard

რატი ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: დღეს საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი არ არის არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე – ის არის მსჯავრდებული

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ თამამად შეგვიძლია ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომ დღეს საბოლოოდ აღმოჩნდა, სააკაშვილი არ არის არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე, ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

ეს ყველაფერი არის იმ კამპანიის დასასრული, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი მილიონი დოლარით, იყო სიცრუეზე დაფუძნებული და იყო დეზინფორმაციული და პირდაპირ მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ – ეს ყველაფერი დღეს დასრულდა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

ასევე იხილეთ