left_sabechdi

გორგოძე ფინალშია – ერთი გამარჯვება ტიტულამდე

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე სლოვენიურ ოტოცეკში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის ფინალში გავიდა და ტიტულამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

საუბარია წყვილთა თანრიგზე, სადაც გორგოძე უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან ერთად პირველი განთესვით გამოდის.

ქართველმა და უკრაინელმა ჩოგბურთელებმა მერვედფინალში ფრანგები ემა და ჟულიეტ მაზონები 6:0, 6:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში სერბ ანდრეა ობრადოვიჩსა და სლოვენიელ ლარა სმეიკალს უბრძოლველად გასცდნენ, ნახევარფინალში კი რუსებს – ანასტასია გურევასა და ანასტასია კოვალევას აჯობეს – 7:5, 7:5.

თუ ვის დაუპირისპირდებიან გორგოძე და სტრახოვა გადამწყვეტ მატჩში მოგვიანებით გაირკვევა. ცნობისთვის, ეკო გორგოძეს ITF-ს ეგიდით წყვილთა შორის 34 ტიტული გააჩნია, 18 ფინალი კი წაგებული აქვს.

ასევე იხილეთ