“საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები”,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შესვლა შეეძლებათ ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური შესასვლელიდან, ასევე მირზა შაფის ქუჩიდან შემოსასვლელი სალაროდან. ბოტანიკური ბაღი ღიაა ყოველდღე, ყველა დღესასწაულსა და
უქმე დღეს, დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდე.
ბაღის სალაროს საათები იცვლება სეზონურად და ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურბ გვერდზე აქვეყნებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.