გია აბაშიძე: ბრიუსელისა და სტრასბურგის ოფისებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ევროკრატები საქართველოს უსინდისოდ აბრალებენ ე.წ. პრორუსულობას და თავად არიან რუბლების გავლენის ქვეშ
„გასაოცრად უპრეცედენტო ამბებია ვერცხლისმოყვარეობისგან გახრწნილ ფარისეველთა “კლუბში”, ევროპარლამენტში – 29 მაისს, ბრიუსელისა და სტრასბურგის ოფისებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ევროკრატები საქართველოს უსინდისოდ აბრალებენ ე.წ. პრორუსულობას და თავად არიან რუბლების გავლენის ქვეშ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსის თქმით, ტაქტიკა, რომ გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო, ვეღარ მუშაობს ევროკორუმპირებულების შემთხვევაში.
მისივე თქმით, ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა გამოძიება დაიწყო პრორუსულ ქსელთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალად ედება ევროპარლამენტარებისთვის ფულის გადახდა კრემლის დღის წესრიგის წინ წასაწევად. ჩეხეთმა კი გამოავლინა, რომ რუსეთი იყენებდა პრორუს პოლიტიკოსებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება ევროპის არჩევნების წინ.
„გასაოცრად უპრეცედენტო ამბებია ვერცხლისმოყვარეობისგან გახრწნილ ფარისეველთა “კლუბში”, ევროპარლამენტში – 29 მაისს, ბრიუსელისა და სტრასბურგის ოფისებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.
ეს იმ ფონზე ხდება, როცა ევროკრატები საქართველოს უსინდისოდ აბრალებენ ე.წ. პრორუსულობას და თავად არიან რუბლების გავლენის ქვეშ. თვალთმაქცური ტაქტიკა, რომ გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო, ვეღარ მუშაობს ევროკორუმპირებულების შემთხვევაში.
მიმდინარე წლის აპრილში ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა გამოძიება დაიწყო პრორუსულ ქსელთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალად ედება ევროპარლამენტარებისთვის ფულის გადახდა კრემლის დღის წესრიგის წინ წასაწევად.
აპრილის დასაწყისში კი, ჩეხეთმა გამოავლინა, რომ რუსეთი იყენებდა პრორუს პოლიტიკოსებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება ევროპის არჩევნების წინ“, – წერს გია აბაშიძე.