leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოთარ შამუგია: მდინარე ილტოზე წყალსაცავის მშენებლობა შესაძლებლობას მოგვცემს, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა

პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, მინისტრმა ოთარ შამუგიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კახეთში, მდინარე ილტოზე საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის საკითხზე.

„წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას.

ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად. კვლევა უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ბოლომდე. შედეგებიდან გამომდინარე დაიგეგმება შემდეგი ღონისძიებები“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ასევე იხილეთ