leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: გადაწყდა, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ქარტიას ეხმიანება.

„გადაწყდა, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს, ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ სახეები და მათთან გაიგივებული პარტიული ფიგურები, რასაკვირველია, ასოციაცირდებიან შეურაცხყოფასთან, ადამიანების მკვლელობებთან და წამებასთან. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ფაქტობრივად, ერთადერთი კანდიდატია იმისთვის, რომ ამ ხალხს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მოუწოდოს, წინ წაუძღვეს და რაღაც ასეთი, თვალთმაქცური, ევროპული ღირებულებებით მოაწონოს თავი. სხვა კანდიდატი ამას არ ჰყავს. რასაკვირველია, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ამჯობინებს, ცალკე დადგეს, საზოგადოების სხვა ფენებიდან მიიღოს მხარდაჭერა, მაგრამ ყულაბა რასაკვირველია, ერთია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიები ამ წუთებში ლოკალური ომის ქარტიას ხელს აწერენ.

ასევე იხილეთ