leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი მამუკა ხაზარაძეზე: თვითონ ჩააგდო და ჩააფლავა ანაკლიის პროექტი, ამას ჰქვია შუბლზე ძარღვგაწყვეტილობა, სხვა სახელი ამას არ მოეძებნება

საერთოდ, ორმაგი სტანდარტი, არა მარტო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ყველა საკითხთან მიმართებაში არის ის, რაც ახასიათებს თითოეულ გვარს, რომელიც გაერთიანებულია ამ რადიკალური ოპოზიციის მქონე პოლიტიკურ პარტიათა რიგებში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„არის ისეთი ხალხი შემორჩენილი, რომელთაც შეუძლიათ საერთოდ გადახაზონ ის, რაც უთქვამთ, რაც გაუკეთებიათ. საქართველოს, საკუთარ ქვეყანას 1.5 მილიარდის ბრალეულობა წაუყენოს იმის გამო, რომ თვითონ ჩააგდო და ჩააფლავა ის პროექტი, რომელიც სახელმწიფომ ანდო, რომელზეც სახელმწიფომ მილიონები დახარჯა. დღეს ამას ჰქვია შუბლზე ძარღვგაწყვეტილობა, სხვა სახელი ამას არ მოეძებნება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე, ამბობს რომ ჩინური კომპანიის შემოყვანა რუსული ინტერესების გატარებაა.

ასევე იხილეთ