leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯო ბაიდენი: მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“

„მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“, – ამის შესახებ Time-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

კითხვაზე, როგორ გამოიყურება მშვიდობა უკრაინაში, ბაიდენმა განაცხადა, რომ მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას.

„მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. ეს არ ნიშნავს NATO-ს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი NATO-ს ნაწილს წარმოადგენენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება მათთან ურთიერთობა, როგორც სხვა ქვეყნებთან, ვისაც ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას, რათა მათ მომავალში თავის დაცვა შეძლონ. სხვათა შორის, მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე იხილეთ