გერმანიის კანცლერის მიმართვა გერმანელებისადმი, რომლის ინტერპრეტირებაც საქართველოში გარკვეულმა ჯგუფებმა სათავისოდ სცადეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ელჩ პეტერ ფიშერის სკანდალი – გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიაში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკური თავდასხმები დაგმო. ამ განცხადებიდან მალევე, საქართველოში გერმანიის ელჩის პირად სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა შოლცის მიმართვიდან ციტატა, თუმცა დიპლომატს არ დაუკონკრეტებია რას, ან ვის ეხებოდა კანცლერის გზავნილი, ამიტომ აღნიშნულის ინტერპრეტირება გარკვეულმა ჯგუფებმა სათავისოდ სცადეს.
„ქრონიკის“ მიმართვის შედეგად, საელჩოსგან გაირკვა, რომ ოლაფ შოლცი გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას გამოეხმაურა და არა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მედიის ნაწილს მობოდიშება მოუხდა, ოპოზიცია კი მაინც არ გატყდა.