თეთრი სახლი: მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად კვეთენ აშშ-ის სამხრეთ საზღვარს, თავშესაფარს ვერ მიიღებენ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულების თანახმად, მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად კვეთენ აშშ-ის სამხრეთ საზღვარს, თავშესაფარს ვერ მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
შეზღუდვები გავრცელდება იმ პერიოდებში, როდესაც მიგრანტების ნაკადი გადააჭარბებს მექსიკასთან საზღვარზე გამტარუნარიანობის შესაძლებლობებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები საშუალებას მისცემს აშშ-ის ხელისუფლებას უფრო სწრაფად გააძევონ ის პირები, რომლებსაც არ აქვთ შეერთებულ შტატებში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი.
აკრძალვა ითვალისწინებს ჰუმანიტარულ გამონაკლისებს უპატრონო ბავშვებისთვის და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლებისთვის.
თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ეს ზომები დროებითია.