leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა, ჟორდან ბარდელამ, ემანუელ მაკრონს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვისკენ მოუწოდა

მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა, ჟორდან ბარდელამ, რომელმაც ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა, ემანუელ მაკრონს მოუწოდა, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გამართოს.

„ხმების 30%-ზე მეტის მიღებით, ფრანგებმა ვერდიქტი გამოიტანეს. რესპუბლიკის პრეზიდენტი ყრუ ვერ დარჩება. მან უნდა დათმოს ის დღის წესრიგი, რომლის განხორციელებაც სურს. ემანუელ მაკრონი დასუსტებული პრეზიდენტია. მას ევროპარლამენტში მოქმედების საშუალება ეზღუდება. რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, დაეყრდნოს ინსტიტუტებს. ვთხოვთ მას მოაწყოს ახალი საკანონმდებლო არჩევნები“, – აღნიშნა ჟორდან ბარდელამ.

ასევე იხილეთ