ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ქართული ოცნების” PR-სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გრძელიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე და უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
ანჯაფარიძის თქმით, საქართველოში არიან სხვებიც ვისაც ფინანსურად ხელეწიფებოდათ ხელნაწერის შეძენა, მაგრამ ფული ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის სჭირდებათ და ამაზე უფრო უხარიათ დახარჯვა.
„საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული საგანძური დაუბრუნდა. ბევრი მკითხაობა არც სჭირდებოდა თუ ვინ შეიძენდა მას კრისტის აუქციონზე. P.S. საქართველოში არიან სხვებიც ვისაც ფინანსურად ხელეწიფებოდათ ამის შეძენა, მაგრამ ფული ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის სჭირდებათ და ამაზე უფრო უხარიათ დახარჯვა“, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.