ჩავი ევროს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი ნახევარმცველი ჩავი დაასახელეს. მან პირველი ადგილი დაიკავა რეიტინგში, რომელიც ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მა შეადგინა.
კლასიფიკაციის TOP15 ასე გამოიყურება:
- ჩავი (ესპანეთი)
- ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
- ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
- კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
- იკერ კასილიასი (ესპანეთი)
- მიშელ პლატინი (საფრანგეთი)
- მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები)
- ფერნანდო ტორესი (ესპანეთი)
- გერდ მიულერი (გერმანია)
- პეტერ შმაიხელი (დანია)
- მატიას ზამერი (გერმანია)
- ანტონინ პანენკა (ჩეხოსლოვაკია)
- ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია)
- ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
- ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)