leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯეიკ სალივანი: აშშ და უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას 13 ივნისს მოაწერენ ხელს

აშშ და უკრაინა 13 ივნისს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

როგორც სალივანმა აღნიშნა, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები – ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართავენ მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც მოაწერენ ხელს შეთანხმებას.

„შეხვედრის შემდეგ ლიდერები ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც იქნება ნათელი განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანი და გარანტი იქნება ჩვენი თანამშრომლობის, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – განაცხადა სალივანმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს უკრაინელი სამხედროების განვითარებას.

„შეთანხმებაზე ხელისმოწერით ჩვენ რუსეთს ვუგზავნით სიგნალს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ“, – აღნიშნა სალივანმა.

ასევე იხილეთ