left_sabechdi

დმიტრო კულება: დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ

“ჩვენ გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ შვეიცარიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ რუსეთს ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ, როგორც ახლა საუბრობს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მშვიდობის სამიტზე ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობა დასრულებულია, რომლის ტექსტი დაბალანსებულია და უკრაინისთვის პრინციპული პუნქტები გათვალისწინებულია.

ასევე იხილეთ