left_sabechdi

დმიტრო კულება: კიევის პოზიცია მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეში გათვალისწინებულია

“კიევის პოზიცია მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეში გათვალისწინებულია”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჟურნალისტებთან საუბრისას შვეიცარიაში განაცხადა, სადაც სამიტი მიმდინარეობს.

„ტექსტი დაბალანსებულია. ყველა ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელსაც დაჟინებით მოითხოვდა უკრაინა, გათვალისწინებულია“,– აღნიშნა დმიტრო კულებამ.

შვეიცარიაში მშვიდობის გლობალური სამიტი მეორე დღეა, მიმდინარეობს, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის, სახელმწიფოსა და მთავრობის 57 მეთაური მთელი მსოფლიოდან.

 

ასევე იხილეთ