left_sabechdi

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი: მზად ვართ ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს

„ჰამასი“ მზად არის ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა.

„პალესტინური დაჯგუფებები და „ჰამასი“ მზად არიან ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას, რეკონსტრუქციასა და ყოვლისმომცველ გაცვლას ითვალისწინებს“, – განაცხადა ჰანიემ.

ისმაილ ჰანიემ აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ პრინციპებს შეესაბამება.

ასევე იხილეთ