left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა

“დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა”, –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა F-16-ის თვითმფრინავების გადმოცემის მზადების მომდინარეობა განგვეხილა, რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილა.

 

ასევე იხილეთ