top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ნაკლები მოქალაქე მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება

“საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ნაკლები მოქალაქე მიდის ევროკავშირის ქვეყნებში,” – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ საქართველო აღიარებულია როგორც უსაფრთხო ქვეყნად და შესაბამისად მინიმალურია იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეები მიღებულები იყვნენ, როგორც თავშესაფრის მაძიებლებად, რადგან მათ ამის დასაბუთება ძალიან უჭირთ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა სამხარაძემ.

შარშანდელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან 12 პროცენტით შემცირდა. მონაცემებს ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო აქვეყნებს.

ასევე იხილეთ