“ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამელ კოლეგასთან ტო ლამთან მოლაპარაკების დროს განაცხადა
„ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ყოველთვის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევინარჩუნეთ რეგულარული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტაქტები, მათ შორის პარლამენტების, სამინისტროების, უწყებების, პარტიების, რეგიონებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პროგრესულად ვითარდება სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები.
„გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 8%-ით გაიზარდა. ორივე მხარის სამთავრობათაშორისო კომისია მჭიდროდ მუშაობს ამაზე. სავაჭრო ბრუნვის ზრდას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს 2015 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება ევრაზიულ ეკონომიკურ საზოგადოებასა და ვიეტნამს შორის“, – აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ვიეტნამს ეწვია, სადაც ის ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. მანამდე ის ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა.