leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებას დავპირდით, რომ აუცილებლად მივაწვდიდით სიმართლეს, სწორ ინფორმაციას, რომ არ მოხდეს საზოგადოების დეზინფორმირება

“ორი წელი სრულდება, რაც საზოგადოებას დავპირდით, რომ აუცილებლად მივაწვდიდით სიმართლეს, სწორ ინფორმაციას, რომ არ მოხდეს საზოგადოების დეზინფორმირება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს თუ არსებობს რაიმე ტიპის ომი, ეს არის დეზინფორმაცია და დეზინფორმირებული საზოგადოება შეიძლება მართო უფრო მარტივად. ამიტომ, ჩვენი წერილებითა და კომენტარებით ორი წელი ხდება, რომ საზოგადოება ვაიარაღებთ სწორი ინფორმაციით და ამან ძალიან გაამართლა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოში, ამ მოწყვლად ქვეყანაში არის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. ის, რომ ჩვენ პარტნიორობა გვინდა შეერთებულ შტატებთან, ევროინტეგრაციის გზაზე ნამდვილად ვდგავართ და ვასრულებთ ყველა იმ დაპირებას, რაც არის თავსებადი ევროკავშირთან – არის ფაქტი, მოცემულობა და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ამერიკის ელჩის საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების კრიტიკას ეხმაურება.

ასევე იხილეთ