leaderboard_below_slide
left_sabechdi

ელისო ბოლქვაძემ თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნორჩი მუსიკოსების მორიგი მოსმენა-მასტერკლასი გამართა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ  ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნორჩი მუსიკოსების მოსმენა – მასტერკლასი გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, გამოვლენილი საუკეთესო მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

„საუკეთესო კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ 2024-25 წლებში დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებში. სახელოვნებო  რეფორმის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს და პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება, მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სახელოვნებო სფეროს  მისაწვდომობისა და  ახალგაზრდა თაობისთვის შემოქმედებითი გარემოს და ნიჭის გამოსავლენად”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ასევე იხილეთ