leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიდუბის გამგეობა სპორტული მოედნების განახლებას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, დაზიანებული მოედნების რეაბილიტაცია დიდუბესა და დიღმის მასივში ექვს მისამართზე დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, ამორტიზებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოსახლეობასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან ერთად გაეცნო.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო.

ასევე იხილეთ