leaderboard_below_slide
left_sabechdi

ინტეგრირებული რეგატა აფრიანი იახტებით_ თბილისის ზღვის თასი 2024 გათამაშდა

“საქართველოს ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა”, “საქართველოს საკრეისერო აფროსანთა ასოციაციასთან“ერთად, თბილისის ზღვის კლუბში, გამართა ტრადიციული, ინტეგრირებული რეგატა აფრიანი იახტებით -თბილისის ზღვის თასი 2024.

🔴ელიტურ სპორტის სახეობაში მონაწილეობა მიიღეს ომის ვეტერანებმა, საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

🔴იახტების ეკიპაჟებმა 20 მონაწილეს უმასპინძლა. რეგატა მეტად აზარტულ ვითარებაში წარიმართა, მონაწილეებმა სრული დისტანცია დაფარეს და ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ, თუმცა, პირველობა არავის დაუთმო და გარდამავალ თასს ერთი წლით დაეუფლა თემო გოცაძე და მისი ეკიპაჟის 3 წევრი, მათ შორის, სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ჯარისკაცი, გელა ხელაძე.

🔴რეგატას მსაჯობდა ტიტულოვანი ქართველი იახტსმენი, ევროპის ჩემპიონი გურამ ბიგანიშვილი. გამარჯვებულებს დიპლომები და მედლები გადაეცათ.

🔴ღონისძიება პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია შშმ პირებისთვის, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ვეტერანებისა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებისათვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლება და სპორტის ამ სახეობის მეტად პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

🔴პროექტის გენერალური სპონსორი „აჭარაბეთი,“ ხოლო სპონსორი „სოკარი“ გახლავთ.

🔴ყოველწლიურად, 30-მდე სპორტულ-კულტურულ ღონისძიებაში, 700-ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს; პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

ასევე იხილეთ