left_sabechdi

ზოგადი სამედიცინო შემოწმების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი – ფიზიკური დატვირთვის ტესტები

ზოგადი სამედიცინო შემოწმების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ფიზიკური დატვირთვის ტესტები:

✅ ელექტროკარდიოგრაფია დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტით (ველოერომეტრია – სტაციონარული ველოსიპედი და ტრედმილტესტი – სარბენი ბილიკი) – რეკომენდირებულია პაციენტთა ცალკეული ჯგუფებისათვის, ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის, სიმპტომების, არითმიის, არტერიული წნევის ცვლილებების და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესაფასებლად. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ალტერნატივა გულის კორონარული დაავადების დიაგნოზის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად, როდესაც სხვა არაინვაზიური ან ინვაზიური საშუალებები მიუწვდომელია. მკურნალობის ფონზე, თერაპიის ეფექტურობის, სიმპტომებისა და იშემიის შესაფასებლად.

✅ გულის ულტრასონოგრაფია (ექოკარდიოსკოპია) დატვირთვის ტესტით (სპეციალურ დაწოლილ ველოერგომეტრზე) – რეკომენდირებულია მაღალი რისკის არაკარდიული ქირურგიული ჩარევის წინ პაციენტებში – დაბალი ფუნქციური უნარიანობით ან დადგენილი კორონარული არტერიების დაავადების და მისი მაღალი კლინიკური რისკის შემთხვევაში. ასევე, პაციენტებისთვის დაბალი ფუნქციური უნარიანობით, გადატანილი სტენტირებით ან აორტო – კორონარული შუნტირების შემთხვევაში. ასევე, პაციენტებისთვის, დაბალი ფუნქციური უნარიანობით და გიდ-ის რისკის კლინიკური ფაქტორების არსებობისას.

✅ ერგოსპირომეტრია (სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთდროული კვლევა დატვირთვის ფონზე) – რეკომენდირებულია დატვირთვის მიმართ ტოლერანტობისა და ფიზიკური მუშაობისუნარიანობის განსასაზღვრად, ასევე, გულ – სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების შესაფასებლად, გულის იშემიური დაავადებების, გულის უკმარისობის სტადიების დიაგნოსტიკისთვის. ასევე, თანდაყოლილი მანკების დროს შუნტის მიმართულების დიაგნოსტიკისთვის დატვირთვისას. ამავდროულად, რეკომენდირებულია რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტების შესაფასებლად.

ჩაფიძის გულის ცენტრში დატვირთვის ტესტები ტარდება 1989 წლიდან, ხოლო სრულად თანამედროვე მეთოდებითა და აპარატურით კვლევა დაინერგა 2019 წელს.

ზემოთაღნიშნული კატეგორიის პაციენტთა ზოგად სამედიცინო შემოწმებას და დატვირთვის ტესტებს ატარებენ ჩაფიძის გულის ცენტრის საკონსულტაციო კლინიკის დირექტორი, ექიმი-კარდიოლოგი – რეანიმატოლოგი დავით იოსელიანი და მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი ნატა ქებაძე.

კლინიკაში სპეციალისტთან ვიზიტის დასაგეგმად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით – 032 240 23 22

ჩვენი მისამართია: თბილისი, ნინო ჯავახიშვილის ქ.№ 1

ასევე იხილეთ