top_leaderboard

კახა კალაძე: გამოწვევების არ გვეშინია – ვიცით ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს

2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მერად ამირჩია, მახსოვს, დედაქალაქის ბიუჯეტი 718 მილიონი იყო და დღეს 2 მილიარდამდე ავედით, თუმცა ესეც არ არის საკმარისი თუ გავითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რომელიც თბილისს აქვს, ‘- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მერის თქმით, ბიუჯეტის გარეშე შეუძლებელია ის პრობლემები მოგვარდეს, რომელიც თბილისს გააჩნია.

ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გამოწვევების არ გვეშინია. ვიცით ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს და აღნიშნული ბიუჯეტი მოგვცემ შესაძლებლობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ