top_leaderboard
left_sabechdi

დავით მაღრაძე: ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების¬ იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომ¬რჩევლის

„ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების­ იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომ­რჩევლის,­ რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე“, – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.

როგორც მაღრაძე აღნიშნავს, როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ, თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში,­ სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები.

„იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივ­ლის.­ ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების­ იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომ­რჩევლის,­ რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე. თუ ოპოზიციას ჩვენი პარტნიორების ელჩები ეტყვიან, ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, თქვენ მხოლოდ ამომრჩევლის იმედი­ უნდა გქონდეთ, ის არის ერთადერთი წყარო თქვენი გამარჯვებისო, მაშინ უშფოთველად ჩაივლის­ არჩევნები. თუ მათი იმედი ექნებათ,­ შესაძლოა დათესონ შფოთი,­ რათა იქნებ­ აირიოს ქვეყანა – როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ. თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში,­ სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები­. სხვა შემთხვევაშიც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას­ შესწევს ძალა, სიმტკიცე,­ მშვიდობიან ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები და აღკვეთოს ყველა მცდელ­ობა, გამიზნული არეულ­ობისა­თვის. მოსახლეობა რევოლუციურ სცენარს არ დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, ზედაპირზე­ დევს. ამომრჩეველს უდგას არჩევანი­ სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის, მე, დათო მაღრაძე, ხმას ვაძლევ საქართველოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს დავით მაღრაძე.

 

ასევე იხილეთ