left_sabechdi

ირაკლი ზარქუა ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე: სად არიან ის რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ სანქციების დაწესებაზე, გამოვიდნენ და დაგმონ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სანქციების პარალელურად რუსეთთან ევროპის ქვეყნები კვლავ წარმატებით ვაჭრობენ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე ბალტიისპირეთის ქვეყნებია.

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ანდრიუს კუბილიუსს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

„ევროპულმა სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ევროკავშირის ვაჭრობის მონაცემები რუსეთთან. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი არის პირველ ადგილას. 2020-2023 წელს 12 და 28%–ით გაუზრდიათ ვაჭრობა რუსეთთან.

მათი ლიდერები და წარმომადგენლები ჩვენ გვიკიჟინებდნენ, რომ რუსეთისთვის სანქცია დაგვეწესებინა. მისტერ კუბილიუს, რა ხდება? ეგ როგორ ხდება? თქვენი ქვეყანა, ლიეტუვა, პირველ ადგილზე გავიდა რუსეთთან ვაჭრობით. მე ველოდები, ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაში რომ დაგმობთ თქვენი მთავრობის ამ ქმედებას. სამარცხვინოა, ორმაგ სტანდარტს არ გაგიტარებთ.

სად არიან ის რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ სანქციების დაწესებაზე , გამოვიდნენ და დაგმონ“, – განაცხადა ზარქუამ.

ასევე იხილეთ