left_sabechdi

ბექა დავითულიანი დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა

„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

„უბრალოდ მას უნდა, რომ რაღაც ცარიელ ადგილზე შექმნას პრობლემები და ქმნის, ისევე როგორც ქმნის ზოგიერთი ვეტოს დადების შემთხვევაში.

როგორც ჩანს, ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა, რომ კანონპროექტს ხელს არ აწერს“, – აღნიშნა დავითულიანმა.

სალომე ზურაბიშვილს საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრების დანიშვნის წესი არ მოსწონს, თუმცა კანონპროექტს არც ვეტოს ადებს. დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

ასევე იხილეთ