left_sabechdi

ეკა კარანაძე: თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი ჩემთვის გამარჯვებაა

ეკა კარანაძე – აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მულტიპროფილური პათოლოგიის დეპარტამენტის ექთანი

„მე ვარ ეკა კარანაძე, ბათუმიდან. 2005 წელს სტაჟირებით გამომიშვეს ჩაფიძის გულის ცენტრში. მეოცე წელიწადია ვმუშაობ ექთნად. როგორი სითბოთი და სიყვარულითაც მიმიღეს, ასე გრძელდება ჩემი ამ კლინიკასთან ურთიერთობა დღემდე და დღეს, მე, როგორც ექთანი, ძალიან დაფასებულად ვთვლი თავს.

მე-8 კლასში ვიყავი, როდესაც ტაძარში შევედი და ღმერთს შევთხოვე: მინდა ვიყო მედდა… დედა მყავდა მედდა და მან შემაყვარა ეს პროფესია… შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში პაციენტებთან ურთიერთობას. ვცდილობ, არ მოვაკლო სითბო და სიყვარული. თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი ჩემთვის გამარჯვებაა”.

 

 

ასევე იხილეთ