leaderboard_below_slide
left_sabechdi

აჩიკო გორდულაძე: ძალიან საყურადღებოა ჩვენი ოპონენტების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაშიც არ მიიღებენ მონაწილეობას

„მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც მსჯავრდებული, არც დაზარალებული, არც ეს ქვეყანა და არც ეს საზოგადოება. მათთვის მთავარია, მათი ბელადი საპატიმროდან გათავისუფლდება თუ არ გათავისუფლდება”, – ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას.

„ძალიან საყურადღებოა ჩვენი ოპონენტების განცხადებები, რომლებიც უბრალოდ ამბობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება საკითხი, განხილვაშიც კი არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ისინი სუბიექტურები არიან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც მსჯავრდებული, არც დაზარალებული, არც ეს ქვეყანა და არც ეს საზოგადოება. მათთვის მთავარია, მათი ბელადი გათავისუფლდება თუ არ გათავისუფლდება“, – განაცხადა გორდულაძემ.

ასევე იხილეთ