leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე: ის ორგანიზაციები, რომლებიც მთელი ძალისხმევით აპროტესტებდნენ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებას – ცრუობდნენ

„ის ორგანიზაციები, რომლებიც მთელი ძალისხმევით, ამდენი თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებას და ამას ძირითადად ასაბუთებდნენ იმით, რომ ისინი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ნებისმიერი ინფორმაცია დაინტერესებული პირისთვის არის იოლად ხელმისაწვდომი, მარტივად რომ ვთქვათ, ცრუობდნენ“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევა, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს ეხება, საბაზისო კრიტერიუმებს ეფუძნებოდა.

„ამ მოცემულობაშიც კი, შედეგი მივიღეთ, რომელსაც ჩვენც კი არ ველოდით – 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ 8 ორგანიზაციას აქვს საბაზისო კრიტერიუმები დაცული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგები ასეთია: 474 ორგანიზაციიდან 51 პროცენტს არ გააჩნია ვებ-გვერდი; დონორების შესახებ ინფორმაცია 62 პროცენტს არ აქვს მითითებული; პროექტების დასახელება მითითებული არ აქვს 68 პროცენტს; გრანტების ოდენობა 89 პროცენტს არ აქვს მითითებული; გრანტის ვადა ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს მითითებული; წლიური ანგარიში 97 პროცენტს არ აქვს მითითებული; გუნდის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მითითებული 70 პროცენტს.

ასევე იხილეთ