left_sabechdi

ტოივო კლაარს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე მაგდალენა გრონო შეცვლის

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, მაგდალენა გრონოს კანდიდატურას ოფიციალურად ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.

„პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა ახლახან დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაციას ოფიციალურად დაადასტურებს ევროკავშირის საბჭო. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ახალ ამპლუაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაგდალენა გრონო ესტონელ ტოივო კლაარს შეცვლის. შეგახსენებთ, აპრილში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი უზბეკეთში ელჩად წარადგინა.

ასევე იხილეთ