აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, მას ახალი შეხედულება აქვს ცხოვრებაზე.
„თქვენ მკითხავთ: როგორ მოხდა ეს? მაგრამ გამიმართლა. უფალი ჩემთან იყო“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
„ის, რაც მოხდა, საშინელი იყო. მრავალი თვალსაზრისით, ეს ცვლის თქვენს დამოკიდებულებას, თქვენს შეხედულებას ცხოვრებაზე. კიდევ უფრო აფასებ ღმერთს. ჩემს შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, გარი პიტერსმა განაცხადა, რომ კომიტეტი იწყებს ორპარტიულ გამოძიებას ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ.