left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება არის წმინდა საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა

“ჩვენს შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესება არის წმინდა საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, მითის გარშემო უნდათ, რომ ვიღაცას სანქციები დაუწესონ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„სანქციების პოლიტიკა ყოველთვის გამოიყენებოდა აშშ-ს მხრიდან, რადგან მათი დამოკიდებულება ასეთია, რომ მათი ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აშშ-ით. მათ უფლება აქვთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მათი ეროვნული ინტერესი, მათი სანქცია და კანონმდებლობა გავრცელდეს. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში სანქციებს, ვხედავთ, რომ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება, რადგან სანქციას მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. მოიგონეს, რომ რაღაც კანონს დაარქვან რუსული და იფიქრეს, რომ სიტყვა რუსულს მაშინვე კეთროვანივით ყველა გაემიჯნება. ამიტომ გადაწყვიტეს საქართველოს ამ ლიბერალურ კანონს დაარქვან რუსული და ამით ზეწოლა მოახდინონ და შიდა ოპოზიციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მიეცემა საკვები, რომ რუსულის გარშემო ჩაწოდებული განცხადებებით ცოტა ხანი ისულდგმულონ. აი, ეს სურათი გვაქვს ჩვენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ