left_sabechdi

ნუგზარ ფოფხაძე: ანტისახელმწიფოებრივი თუ მტრული ძალები, ასეთ ტიპაჟს აუცილებლად გამოიყენებენ ქვეყნისთვის რთული ვითარებისას სტაბილურობის დასარღვევად

მივესალმები მედია-კავშირი „ობიექტივის” ქვემოთ გამოქვეყნებულ განცხადებას.

ეს ვიღაც ირაკლი ჯანყარაშვილი გახლავთ არა მარტო პოლიტიკური „ნაბიჭვარი”, არამედ პროფესიული პროვოკატორი.

გავიკითხე: წარმოშობით ქობულეთიდან არის. იქ (და სხვაგანაც) ცნობილია, როგორც სიმულიანტი და ფსიქიურად არამდგრადი ტიპი. პროვოკატორული ქცევის გამო, თურმე, ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდნენ.

ამას წინათ, არჩევნებთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნების” და ე.წ. „ეროვნულ-პატრიოტული ძალების” ვითომდა თანამშრომლობაზე და ამ „საქმეში” ჩემს „შუამავლობაზე” გამოაქვეყნა ბოდვა, რომელზედაც მწვავე რეაქცია მქონდა.

ჯანყარაშვილი აცხადებს, რომ იგი წარმოადგენს „ქართულ ოცნებას”. ყოველ შემთხვევაში, პირად საუბრებში ასახელებს კონკრეტულ გვარებს.

მჯერა, რომ ის არ წარმოადგენს მმართველ პარტიას და აშკარად ტყუის! და მიუხედავად ამ რწმენისა, დაბეჯითებით ვურჩევ (ვთხოვ) „ქართული ოცნების” ლიდერებს: ოფიციალურად გაემიჯნონ ამ თავხედს, მატყუარას, ცილისმწამებელს და დაგმონ მისი პროვოკატორული ქმედება.

ეს საჭიროა, რამეთუ ანტისახელმწიფოებრივი თუ მტრული ძალები, ასეთ ტიპაჟს აუცილებლად გამოიყენებენ ქვეყნისთვის რთული ვითარებისას სტაბილურობის დასარღვევად.

ასევე იხილეთ