left_sabechdi

ისრაელმა ლიბანში “ჰეზბოლას” იარაღის საწყობი დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს ლიბანის სამხრეთით მდებარე აიტა-ეშ-შაბის რაიონში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

გარდა ამისა, მათი ცნობით, ისრაელის არმიამ აიტა-ეშ-შაბის რაიონში სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც გაანადგურა.

აგრეთვე ისრაელის არმიის არტილერიას მთელი ღამის განმავლობაში ლიბანის სამხრეთით, ხიფათის განეიტრალების მიზნით, ცეცხლი ჰქონდა გახსნილი.

ასევე იხილეთ